X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი სიახლეები & ღონისძიებები მაია ცქიტიშვილი ვეტერანებს - ბევრი გავაკეთეთ კონკრეტული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის, თუმცა ვიცით მეტია საჭირო იმისთვის, რომ შესაბამისი პატივით მოვეკიდოთ თქვენს დამსახურებას

მაია ცქიტიშვილი ვეტერანებს - ბევრი გავაკეთეთ კონკრეტული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის, თუმცა ვიცით მეტია საჭირო იმისთვის, რომ შესაბამისი პატივით მოვეკიდოთ თქვენს დამსახურებას

ძებნა

მაია ცქიტიშვილი ვეტერანებს - ბევრი გავაკეთეთ კონკრეტული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის, თუმცა ვიცით მეტია საჭირო იმისთვის, რომ შესაბამისი პატივით მოვეკიდოთ თქვენს დამსახურებას

17 ოქტომბერი 2018

საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა.“ჩვენი ისტორიის, მათ შორის უახლესი ისტორიის განმავლობაში, იმდენი კონფლიქტი გამოვიარეთ, რომ 70 ათას ვეტერანამდე გვყავს საქართველოში. ისეთი მასშტაბისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს ძალიან ბევრია. ყველაზე ტრაგიკულია ის, რომ 70 ათასმა ადამიანმა გამოიარა ომი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმები. სახელმწიფოს ვალია და გაცნობიერებული გვაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც გვაკისრია თქვენს წინაშე“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გამართულ შეხვედრაზე. მისივე თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განსაკუთრებული ყურადღების გამოხატულებაა ის გადაწყვეტილება, რომ ვეტერანთა სამსახური ცალკე შენობაში და ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა. „ეს გაკეთდა იმისთვის, რათა თქვენი ხმა უკეთ მოგვესმინა და დაგვენახა ყველა პრობლემა, რაც გაწუხებთ. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში ბევრი რამ გავაკეთეთ კონკრეტული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. ეს ეხება ჯანდაცვის სფეროში გაზრდილ დაფინანსებას, ვეტერანთა ოჯახებისთვის გაზრდილ შესაძლებლობებს განათლების სფეროში, ბევრი სხვა სოციალური საკითხიც გადაწყდა, თუმცა ვიცით მეტია საჭირო იმისთვის, რომ შესაბამისი პატივით მოვეკიდოთ თქვენს დამსახურებას. მუდმივად გვაქვს საუბარი ვეტერანებთან, მათ შორის მათთან, ვინც დღეს ხელისუფლებაში, პარლამენტშია, მათი შესაძლებლობების, უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებში ცოდნისა და გამოცდილების უკეთ გამოყენების შესახებ“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება.